21 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის 7) გაიხსნება მხატვარ კახა ხოშტარიას ნამუშევრების გამოფენა, რომელიც 24 ოქტომბრამდე გასტანს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება გრაფიკა, კომპიუტერული გრაფიკა და ფერწერა.
კახა ხოშტარია 1944 წლის 29 იანვარს დაიბადა. უკვე წლებია მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენაში. მისი ნახატები მოწონებას იმსახურებს როგორც საქართველოსი, ისე უცხოეტის მრავალ ქვეყანაში. კახა ხოშტარია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორია.