რუსთაველის თეატრში რამაზ ჩხიკვაძის დაკრძალვამდე ყველა სპექტაკლი გადაიდო. თეტრში დღეს დაგეგმილი იყო გიო მგელაძის სპექტაკლის "გაიღიმეთ, ჩიტი გამოფრინდება" ჩვენება.
როგორც თეატრში ახადებენ, მსახიობის დაკრძალვის შემდეგ, თეატრი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
მსახიობი რამაზ ჩხიკვაძე 83 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მას 22 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში, მეუღლის ნატაშა ჩხიკვაძის გვერდით დაკრძალავენ.