გენუის საოპერო თეატრში დღეს სოფო გორდელაძე პრემიერას გამართავს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, სპექტაკლის ტრანსლაცია ინტერნეტის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
"დღეს ჩვენი ოპერის ახალგაზრდა ვარსკვლავს, სოფო გორდელაძეს, იტალიაში, კერძოდ გენუის საოპერო თეატრში, პრემიერა აქვს. იტალიის დროით 20:30 საათზე სპექტაკლი ტრანსლირებული იქნება ინტერნეტის მეშვეობით. ვებმისამართზე www.teatrocarlofelice.it შეგიძლიათ სტრიმინგით უყუროთ", - აღნიშნულია ოპერის თეატრის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ოპერის ახალგაზრდა ვარსკვლავი იტალიაში პაპაგენას პარტიას ასრულებს მოცარტის ოპერა "ჯადოსნურ ფლეიტაში".