ძმები ნობელების სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნა, რომელიც ამერიკელი მწერლის ჯონ სტაინბეკის 1947 წელს თბილისსა და ბათუმში მოგზაურობის პერიოდს ასახავს. ფოტოები ხელოვან რობერტ კაპას მიერაა გადაღებული.
ორგანიზატორებმა გამოფენა ბათუმში აშშ-ის სან-ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სიუზან შილინგლოუს ლექციას დაამთხვიეს. ჯონ სტაინბერკის ცხოვრებასა და შემოქმედებას შილინგლოუ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვალ გააცნობს. სპეციალურად ამ დღისთვის კაპას ფოტოები, რომლის ალბომიც საქართველოში უკვე გამოიცა, თბილისიდან ჩამოიტანეს.
ღონისძიება ამერიკის საელჩო საქართველოში, აჭარის მთავრობის. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.