განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია რამდენიმე პირი, რომლებსაც თან ჰქონდათ დიდი ოდენობით ნაღდი ფული. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით. ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება)
საქმეს იძიებს ძველი თბილიის რაიონული სამმართველო.