“პატიმრობის კოდექსში" ცვლილება შედის, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვანთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, უფლება ექნებათ წახალისების ფორმით დამატებითი სახით ისარგებლონ თვეში 1 ხანმოკლე პაემნით, 1 სატელეფონო საუბრით - არაუმეტეს 15 წუთისა, 1 ვიდეოპაემნითა და წელიწადში 2 ხანგრძლივი პაემნით.
ზოგადად კი, წახალისების გარეშე, არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება აქვს: 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი; 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი და 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა.
მასალის გამოყენების პირობები