თელავის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებ 29 წლის იოსებ რიბაკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.
შსს-ს ინფორმაციით, იოსებ რიბაკოვი, 2011 წლის 20 აპრილს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა თანასოფლელ 1939 წელს დაბადებულ თინა ძულიაშვილის ოჯახში, მათ შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება, რის შემდეგაც რიბაკოვმა ბასრი საგნის გამოყენებით თინა ძულიაშვილს სხეულზე მიაყენა მრავალჯერადი დაზიანებები და ძალის გამოყენებით მასთან სექსუალური კონტაქტი დაამყარა.
წინასწარი გამოძიებისას შსს-მ რიბაკოვის ჩვენება გაავრცელა, თუმცა სასამართლო განხილვის დროს რიბაკოვმა მოხუცის გაუპატიურება და მკვლელობა უარყო.