დედოფლისწყაროს პოლიციამ რუსულ - ქართული საჯარო სკოლიდან გამათბობლის ქურდობის ბრალდებით, 27 წლის იბრაგიმ გ-შვილი დააკავა. სასამართლომ მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პოლიციის ცნობით, ქურდობა 2008 წელს მოხდა. ნაქურდალი ნივთი თბილისში, ელიავას ბაზრობიდან ამოიღეს.