პროსტიტუციის ბრალდებით თურქთის ქალაქ ალა ბურსაში ხუთი ქალი დააკავეს. მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულები არალეგალურ საქმიანობაში ჩაითრია. არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად ის დანარჩენ დაკავებულებს ფულადი ანაზღაურების სახით 50 თურქულ ლირას შეპირდა, თუმცა დაპირებული თანხა აღარ გადაუხადა.
არალეგალების დეპორტაცია თურქეთმა უკვე მოახდინა, საქართველოს მოქალაქეს საქმეს კი ადგილორივი სასამართლო გადაწყვეტს.