18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა", საქართველოს ჰოლანდიელი ექსპერტი, პროკურორი დირკ ტენ ბოერი ეწვევა. სტუმარი ქართველ კოლეგებს გაუზიარებს გამოცდილებას პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმების შესახებ, წარმოადგენს პრეზენტაციებს სასჯელის ალტერნატიული სახეობების და არასაპატიმრო სასჯელის შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია. სამუშაო შეხვედრების დროს კი ქართველი პროკურორები ჰოლანდიელ კოლეგებთან ერთად განიხილავენ სისხლის სამართლის კონკრეტულ საქმეებს და განრიდების პოზიტიურ შედეგებს.