რუსთაველის გამზირზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული. საქმე უკვე გახსნილია, ეჭვმიტანილის ვინაობა სამართალდამცავებისთვის ცნობილია, თუმცა მიმდინარეობს სამძებრო სამუშაო მათ დასაკავებად.
წინასწარი ვერსიით, მოტივი 2010 წელს მარტში გრიბოედოვის ქუჩაზე, "არტ კაფეში" მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მაშინ მოკლული იქნა ახალგაზრდა სანდრო გოგბედაშვილი და არ არის გამორიცხული, რომ დღევანდელი მკვლელობა მარტში მომხდარ ფაქტზე შურისძიება იყოს.
23 წლის ზურა ტარყაშვილი საცხოვრებელ სახლთან, ლაღიძის ქუჩაზე, თავის არეში მოხვედრილმა ტყვიამ დღეს შუადღისას იმსხვერპლა.