სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის ვინაობა იციან. ისინი ჯერჯერობით დაკავებულები არ არიან და ამასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ 20-მდე გასროლსი ხმა რუსთაველის გამზირზე საათ-ნახევრის წინ გაისმა. ზურა ტარყაშვილი მშობლებთან და დასთან ერთად სახლიდან გამოვიდა, როდესაც პირველი გასროლსის ხმა გაისმა. ამის შემდეგ მას დაედევნენ, ტარყაშვილმა დაახლოებით 300 მეტრი ირბინა და თეატრალური უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს დაეცა. მას დამატებით რამდნეიმე ტყვია ესროლეს. ტყვია თავის არეში მოხვდა და ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ეჭვმიტანილი სავარაუდოდ 2 იყო, რადგან ნაპოვნია 2 ცეცხლასროლი იარაღი. მკვლელებმა ერთი იარაღი ტროტუარზე დააგდეს და ერთი ნაგვის ურნაში ჩააგდეს.
მოტივი ჯერეჯრობით უცნობია, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ ტარყარაშვილი ნასამართლევი იყო და არ არის გამორიცხული, ეს ფაქტი შურისძიებას უკავშირდებოდეს.
21 წლის ახალგაზრდის მკვლელობისას მიმდებარე ტერიტორიაზე დაშავებულებიც არიან. ტყვია მოხვდა მანქანებს, მათ შორის ანსამბლ "ერისიონის" წევრის მანქანას, რომელსაც 3 ტყვია აქვს მოხვედრილი.
ამ წუთებში გადაკეტილია ლაღიძის ქუჩა, სადაც გარდაცვლილი ცხოვრობდა.