მომხმარებელთა მოტყუებისა და კომპიუტერულ სისტემაში არამართლზომიერი შეღწევა - გადაკეთების ფაქტებზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ დაკავებულები არიან მოქალაქეები: ლევან ლუარსაბიშვილი და ფარნა ხორავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახდენდნენ სამომხმარებლო ელექტროსასწორების გადაკეთებას, რის შედეგადაც სასწორზე წონა არაზუსტად ფიქსირდებოდა. ასევე, შესაძლებელი ხდებოდა წონის რეგულირება, მომატება ან დაკლება, ელექტროსასწორი ერთ კილოგრამზე აფიქსირებდა დაახლოებით, 200 - 250 გრამით ნაკლებს ან მეტს. მაგალითისთვის, თუ მომხმარებელი იძენდა 6 კილოგრამს, რეალობაში მიქონდა 5 კილოგრამი პროდუქტი. აღნიშნული ელექტროსასწორებით სარგებლობდნენ სხვადასხვა ბაზრების მოვაჭრეები. ელექტრომოწყობილობების გადაკეთებას ბრალდებულები ეწეოდნენ ე.წ ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ ჯიხურებში.
სამართალდამცავებმა ბრალდებულები დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219 - ე მუხლის პირველი ნაწილით და 284 - ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 5 წლამდე ვადით.
მასალის გამოყენების პირობები