მოსკოვში რუსმა სამართალდამცავებმა 45 წლის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი გელა ჯოჯუა დააკავეს. ჯოჯოუა კრიმინალურ წრეებში "გელა ტბილისკის" ზედმეტსახელით იყო ცნობილი. პირადი ჩხრეკისას დაკავებულს თან 4,1 გრამი ჰეროინი აღმოაჩნდა.
ადრე არაერთგზის ნასამართლევი გელა ჯოჯუა ბოლოს 2006 წელს ანალოგიური დანაშაულის გამო დააკავეს. მაშინ ამოღებული ნარკოტიკების რაოდენობამ სამართალდამცავებს საშუალება მისცა ე.წ. კანონიერი ქურდისათვის მხოლოდ ერთი წლით აღეკვეთათ თავისუფლება.
"ერთი წლის შემდეგ გათავისუფლებისთანავე ჯოჯუა ოპიუმის შენახვის ბრალდებით კვლავ დააკავეს. "თუმცა ამ ეპიზოდმა გელასათვის გათულებების გარეშე ჩაიარა", _ იუწყება რუსული მედია.