თურქეთში გახმაურებული სასამართლო პროცესი დაიწყო. უმაღლესმა სასამართლომ 9 წლის პირატ ცეზარის მკველობაში დედა-შვილის, ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეების საქმის გარჩევა დაიწყო. პროცესზე ბრალდებულები დაკითხეს. ვიოლა ოჩხიკიძემ ბრალდებულებაში დეტალურად გაიხსენა მკვლელობის დღე. მისი განცხადებით პირატი რთული ბავშვი იყო და მას დედინაცვალთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. მისი განცხადებით მკვლელობის დღეს, პირატსა და ეკატერინეს შორის ჩხუბი ჭუჭყიანი ტანსაცმლის გამო დაიწყო, რა დროსაც ეკატერინე ბავშვს ხელით შეეხო, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა.
ვიოლა ოჩხიკიძის განცხადებით, ის განერვრიულდა და თავში ჩაქუჩი ორჯერ ჩაარტყა. შემდეგ კი 2 ჭრილობა დანით მიაყენა. ის ამბობს, რომ ამ დროს ის აფექტურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
სასამართლოზე ჩვენება ეკატერინე ოჩხიკიძემაც მისცა. ის ამბობს, რომ გერთან ჩხუბის შემდეგ მან ჩათვალა, რომ ინციდენტი ამოწურული იყო, რის შემდეგაც სახლიდან გავიდა დაბრუნებულს კი ბავშვი დანაწევრებული სააბაზანოში დახვდა, რის შემდეგაც გვამი საბავშო ეტლით სახლიდან გაიყვანეს და მიმდინარე ტერიტორიაზე დამალეს.
პროცესზე ოჩხრიკიძეების კიდევ ერთი გერის დაკითხვას ითხოვდნენ, თუმცა ბავშვბის ასაკის სიმცირის გამო სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიოლა და ეკატერინე ოჩხიკიძეებს სტამბულში 9 წლის ბავშვის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ედებათ ბრალი. ბრალდება მათთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვს.