იტალიაში დაკავებული 6 ქართველი წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი. ისინი სასამართლო პროცესის დაწყებას ელოდებიან.
შეიარაღებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, სამართალდამცველებმა ქალაქ ჩენტოჩელეში დააკავეს.
დაკავებისთანავე არალეგალი ქართველების ბინაში ჩხრეკა ჩატარდა, სადაც რამდენიმე ათასი ევროს ღირებულების ნაქურდალი ნივთები ამოიღეს.
პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ქართველი კრიმინალების ჯგუფი რამდენიმე სახლის ქურდობასა და ძარცვაშია ბრალდებული. მათი დაკავების შესახებ ოფიციალური შეტყობინება უკვე მიიღეს რომში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, თუმცა საქმის ყველა დეტალის გარკვევამდე საგარეო უწყება ოფიციალური კომენტარს არ აკეთებს.
მასალის გამოყენების პირობები