ვაკეში მომხდარი სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი მოზარდის
ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 16 წლის ახალგაზრდა, მე-9 საავადმყოფოში,
რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. პაციენტს 5 ჭრილობა ე.წ. სპიცით აქვს
მიყენებული. არასრულწლოვნის გადასარჩენად ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება გახდა
აუცილებელი. ინციდენტი წუხელ, აბაშიძის #36-თან მოხდა. დაზარალებული 55-ე საჯარო
სკოლის მოსწავლეა. სამართალდამცველები დამნაშავეს ეძებენ.