დუშეთის რაიონის სოფელ ოძისიდან გატაცებული სამი ადამიანი 52 წლის პაატა ჯავახიშვილი, 35 წლის გიორგი გურგენიშვილი და კიდევ ერთი პირი, რომლის ვინაობაც ამ დრომდე უცნობია, ოსმა ე.წ. სამართალდამცავებმა ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ოსმა ე.წ. სამართალდამცავებმა ოძისის მაცხოვრებლები ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ და არც წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული. დაკავებული ქართველების შესახებ, ოსი სეპარატისტები ინფორმაციას არ ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ოძისიდან 3 ადამიანი გუშინ, დილით გაიტაცეს. სოფელი ოძისი ახალგორის მოსაზღვრე ბოლო ქართული სოფელია. სოფლიდან ერთ კილომეტრში ახალგორის რაიონის სოფელი ახმაჯი იწყება.
მასალის გამოყენების პირობები