იტალიაში ოთხი ქართველი დააკავეს. პოლიციამ საქართველოს მოქალაქეები ბინის ძარცვის ფაქტზე აიყვანა.
გავრცელებული ინფორმაციით, საეჭვო ხმა მეზობლებმა გაიგეს და სამართალდამცველებს შეატყობინეს.
დაპატიმრების დროს მათ ოქროს ნივთები აღმოაჩნდათ.
დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია მათი ვინაობის შესახებ.