შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ქვემო ქართლის თანამშრომლებმა დააკავეს 1968 წელს დაბადებული ბაგრატ გაიოზის ძე თეთრაძე.
ბრალდებული, ქ.თბილისში მდებარე ბინის მისაკუთრების მიზნით, სიდედრის, 1941 წელს დაბადებული იზოლდა შიოს ასული კენჭუაშვილის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობას გეგმავდა. იგი მოელაპარაკა პიროვნებას და გარკვეული მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ აღნიშნული დანაშაულის სისრულეში მოყვანა შესთავაზა.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 16-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.