უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს განაჩენის კითხვა დასრულდა. როგორც BBC იუწყება, სასამართლომ ტიმოშენკოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ტიმოშენკოს დამნაშავედ სცნეს უფლებამოსილების გადაჭარბებაში, როდესაც მან 2009 წელს რუსეთთან გაზის შესახებ კონტრაქტები გაფორმდა.
იულია ტიმოშენკო აცხადებს, რომ ვენდეტას მსხვერპლია ამჟამინდელ პრეზიდენტ, ვიქტორ იანუკოვიჩის მხრიდან.
შეგახსანებთ, რომ უკრაინის ექს-პრემიერმა იულია ტიმოშენკომ რუსეთთან "ეკონომიკურად არახელსაყრელ და მიუღებელ" კონტრაქტებს მოაწერა ხელი, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ბრალმდებლის ლილია ფროლოვას საბრალდებლო დასკვნაში, რომელიც პროკურორმა სასამართლოზე ტიმოშენკოს "გაზის საქმეზე" წარადგინა.
"ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრად ყოფნისას უფლება არ ქონდა ერთპიროვნულად გაეცა დირექტივები გაზის კონტრაქტის ხელის მოწერის შესახებ. ამის მიუხედავად, პრემიერ მინისტრმა ტიმოშჩენკომ ხელისუფლებისა და უფლობამოსილების გადაჭარბებით დაავალა დუბინას (ოლეგ დუბინა, ყოფილი ნეფტოგაზის" ხელმძღვანელი) მისი ხელმოწერა", - ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდება.
პროკურორი მიიჩნევს, რომ ტიმოშენკოს სურდა შეექმნა ეფექტური ხელმძღვანელის იმიჯი, თუმცა მისი ასეთი ქმედება "დასჯადია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით (თანამდებობის და სამსახურეობრივი უფლებასმოსილების გადამეტება)". მუხლი ითალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლმადე. ასევე, სამი წლის განმავლობაში თანამდებობის დაკავების ან რაიმე მსგავსი საქმიანობის აკრძალვას.
პროკურორმა საბრალდებლო დასკვნის კითხვას სამი საათი მოანდომა. სასამართლოს მტკიცებულებებად წარედგინა თავად ტიმოშენკოს, ასევე ექს-პრეზიდენტ იუშჩენკოს და ნეფთოგაზის ყოფილი მართველის ოლეგ დუბინას ჩვენებები.
საბრალდებლო დასკვნაში პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ 2005 წელს ექს-პრემიერის წინააღმდეგ რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ქრთამის მიცემის ბრალდებით.
"დასასტურებულია, რომ ტიმოშენკო არ დაადგა გამოსწორების გზას და 2009 წელს უკრაინის პრემიერ-მინისტრად ყოფნისას ჩაიდინა მძიმე თანამდებობრივი დანაშაული", - განაცხადა ფროლოვამ სასამართლო პროცესზე.
საბრალდებლო დასკვნის წაკითხვის შემდეგ სასამართლოს გადაეცა სარჩელი, რომლის მიხედვითაც ტიმოშენკოს "ნეფტოგაზის" სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის სანაცვლოდ, 1,5 მილიარდი გრივნი უნდა გადაიხადოს.