12 ქართველი მეზღვაური იმყოფება გემზე, რომელსაც ნიგერიაში პრობლემები შეექმნა. მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი "კოლუმბია შიპ მენეჯმენტის" კუთვნილი ხომალდი აფრიკაში მეკობრეებმა აიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები თავს კარგად გრძნობენ. მომხდარის სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.
"შექმნილია კომისია, რომელიც ცდლობს დაარეგულიროს სიტუაცია გემზე. რაც მთავარია, და რასაც კომისია ითხოვს, ეკიპაჟის ყველა წევრი არის კარგად. არავითარი საშიშროება მათ არ ემუქრებათ. კოლუმბია შიპ მენეჯმენტის წარმომადგენლობა ცდილობს, რაც შეიძლება კარგად დაასრულოს ეს საკითხი", - აცხადებს "კოლუმბია შიპ მენეჯმენტის" ბალტიის ფილიალის წარმომადგენლობის დირექტორი ბესარიონ მამუკელაშვილი.