თბილისში ექვს აფთიაქს ლიცენზია ჩამოერთვა. გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ შემოწმების შემდეგ მიიღო. მანამდე ექვსივე აფთიაქს ჯარიმის გადახდა რამდენჯერმე მოუწია.
"ექვს ფარმაცევტულ დაწესებულებაში სამართალდარღვევის ფაქტები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამჯერ დაფიქსირდა. აქედან გამომდინარე, ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად და სააგენტოს უფროსის ბრძანების საფუძველზე აღნიშნულ 6 აფთიაქს გაუუქმდა ავტორიზებული აფთიაქისა და მეორე ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვები" , - განაცხადა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის ინსპექტირების განყოფილების უფროსმა დავით მჭედლიშვილმა.
სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტო აფთიაქებს სისტემატურად ამოწმებს. ყველაზე ხშირად აფთიაქებში დარღვეულია რეცეპტების გარეშე კონკრეტული პრეპარატების გაყიდვის წესი. ასევე ფიქსირდება ფაქტები, როდესაც სარეალიზაციოდ გამოტანილი აქვთ საქართველოში არალიცენზირებული ფაქტები. სექტემბერში სულ 30 ფარმაცევტული დაწესებულება შეამოწმეს.