შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, დააკავეს საქართველოს მოქალაქე მურმან ლობჟანიძე, რომელიც 2006-2010 წლებში სისტემატურად უკანონოდ კვეთდა სახელმწიფო საზღვარს ავთანდილ ლობჟანიძის სახელზე დამზადებული ყალბი პასპორტით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344-ე მუხლის I ნაწილით და 362-ე მუხლის I ნაწილით.