ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებებს, რადგან მსოფლიოს ლიდერი ქვეყნების პრეზიდენტები, როგორც წესი, რომელიმე რეგიონში (კავკასია ცალკე გამოყოფილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია) ვიზიტისას სტუმრობენ რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებს. კავკასიასთან მიმართებაში სამთავე სახელმწიფოში სტუმრობა, არა მხოლოდ დიპლომატიური ნაბიჯი და სამთავე სუბიექტი მიმართ თანაბარი პატივისცემის გამოხატვაა, არამედ ეს ეკონომიკური თვალსაზრისითაც გამართლებულია, რადგან პრეზიდენტების ვიზიტები საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება წინასაარჩევნო პიარს, პოლიტიკოსთა მოღვაწეობა და ზოგადად პოლიტიკა მთლიანად პიარია არჩევნებიდან არჩევნებამდე. ამაში დასაზრახი არაფერია.
ექსპერტთა ნაწილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ნ. სარკოზის ვიზიტს, რადგან რუსეთის აგრესიის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ არათუ ნიკოლა სარკოზის დონის ლიდერების, არამედ ევროპის ქვეყნების ხელმძრვანელთა ან მთავრობების ვიზიტებით ნამდვილად არ ვიყავით განებივრებულები წინა წლებთან შედარებით. რა თქმა უნდა, ყველანი მოელოდენ მხადამჭერ სიტყვებს, შეხსენებებს იმის შესახებ, რომ სარკოზიმ საქართველო დაღუპვისგან იხსნა. იყო მოლოდინი, რომ სარკოზის გამოსვლა მეტწილად ფრანგი ამომრჩევლებისადმი იქნებოდა მიმართული და ა.შ.
ძალიან ბევრი არც იმას მოელოდა ალბათ, რომ ხალხის ნაკად თავისუფლების მოედანი ვერ დაიტევდა. ასეთი ვიზიტებისას იმისი ქილიქი, რომ ხალხის შესაგროვებლად ხელისუფლებამ ყვითელი ავტობუსები გამოიყენა ნამდვილად მიუღებელია, რადგან არანაირი სარგებელი არ მოაქვს ქვეყნისთვის, გარდა ზიანისა. ინტერნეტ საიტზე "სოვიეტგეორგია..." ვრცელდება ვიდეოფირი, როგორ მოყავთ ხალხი ავტობვუსებით, ოპერატორი ცდილობს იპოვოს ხალხი, რომლებიც საკუთარი სურვილის წინააღმდეგაა მოსული, მაგრამ ვერ პოულობს, თუმცა საკუთარ დასკვნებს მაინც აკეთებს.
როცა ოპოზიციის მიტინგზე თავისუფლების მოედანი ივსება, ამბობენ, რომ ხალხის რაოდენობა 150-200 ათასს შეადგენს. საინტერესოა 30-კაციანი ავტობუსებით რამდენი რეისია გასაკეთებელი, რომ 150-200 ათას კაცს მოუყარო თავი? კარგად თუ დავთვლით მივიღებთ, რომ ამ რაოდენობის ხალხის შესაგროვებლად 4-დან 6 ათასამდე ავტობუსია საჭირო. ბევრს ალბათ ეს რეალურად მიაჩნია. რაც შეეხება რამდენიმე ათასი თანამშრომლის მოყვანას თავისუფლების მოედანზე და მათ განთავსებას გარკვეულ ადგილებზე, ალბათ ეს უსაფრთხოების თვალსაზრისით აუცილებელიც იყო.
მსოფლიოში ასეთი სახალხო გამოსვლები იშვიათად ტარდება, განსაკუთრებით ხალხში გასვლით. საფრნაგეთი G7-ს წევრია, შესაბამისად შეაფასეთ თუ რა დონეზე უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი პრეზიდენტის უსაფრთხოება, როცა ქვეყანა ასეთი ღონისძიების ორგანიზებაზე იღებ პასუხისმგებლობას. მოკლედ, ავტობუსებით მიყვანილი ხალხი ვერანაირად ვერ იქნებოდა საერთო რაოდენობის 20%-ზე მეტი. რატომღაც ყველას გონია, რომ მოსახლეობას არ ებადება იმის განცდა და სურვილი, რომ დააფასოს მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი და მის შესახვედრად 2 საათი თავისუფლების მოედანზო დაჰყოს. თუ თბილისობის ფაქტორს დავამატებთ, მოედანზე მისვლა მსურველთათვის ყვითელი ავტობუსების გარეშეც იყო შესაძლებელი.
საფრნაგეთის პრეზიდენტის ქართველი ხალხისადმი მიმართვამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა არა მხოლოდ ემოციურობით და ქართველი ხალხისადმი, მისი ისტორიისადმი პატივისცემით, არამედ საკმაოდ მწვავე განცხადებებით ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. სარკოზის გამოსვლის შესახებ, ისე როგორც მის ჩამოსვლამდე იყო, სხვადასხვა კომენტარები კეთდება, რომ თითქოს სარკოზიმ მხოლოდ ის მიგვითითა, რომ რუსეთთან ურთიერთობები დავალაგოთ და განსაკუთრებული არაფერი უთქვამსო.
მოვიყვან იმ ფრაზებს და გზავნილებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მომეჩვენა ნიკოლა სარკოზის გამოსვლაში:
- "... ათიათასობით იდექით, რათა მრისხანედ გეყვირათ იმ შეურაცწყოფის გამო, თქვენს ქვეყანას რომ მიაყენეს..." ეს სიტყვები (შეურაცწყოფის მიყენება) მკაფიოდ გამოხატავს სარკოზის პოზიციას ომის დაწყების და აგრესიის საკითხთან დაკავშირებით.
- "...სამი წელი გავიდა, ომი შეწყდა, იარაღის ჟღარუნი აღარ ისმის, მაგრამ... ათასობით ადამიანმა საცხოვრებელი ადგილები დატოვა და მიემატა იმ ასიათასობით თქვენს მოქალაქეს, რომლებიც წინა კონფლიქტის დროს იქნენ გამოდევნილნი, თქვენი ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაგართვეს...,"
"... ყოველგვარი სტრატეგიული ლოგიკის საწინააღმდეგოდ და ნაკისრი ვალდებულებების უგულველყოფით, მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები არათუ დარჩა, არამედ გაძიერდა კიდეც თქვენს კართან გამყოფი ხაზის გადაღმა..." "...საფრანგეთი დამდგარ შედეგს არ ურიგდება, მე აქ მინდა საზეიმოდ დავადასტურო ჩემი ერისა და ევროპის სახელით ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ". ნუთუ ეს სიტყვები საჭიროებენ კომენტარს და ახსნა ესაჭიროება იმას, რომ ევროპის და მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ნათქვამ მსგავს პრეტენზიებს რუსეთის მისამართით საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს? როგორ შეიძლება იმის მტკიცება, რომ სარკოზის განსაკუთრებული არაფერი უთქვამს?
-"... კვლავაც მსურს დავადასტურო ჩემი ვალდებულება თვალი მივადევნო ნაკისრი ვალდებულებების და ხელმოწერილი შეთანხმები შესრულებას, რადგან ისინი პასუხისმგებლობას აკისრებენ, ბატონო პრეზიდენტო, ყველა მხარეს მათ მიერ მიცემული ყველა სიტყვის პატიოსნებას, აქ ხელახლა ვადასტურებ ქართველი ხალხის უფლებას თავად განსაზღვროს თავისი გზა, აირჩიოს პარტნიორები და თავისუფლად ააშენოს თავისი მომავალი..."
-"... მე კიდევ ერთხელ მოვითხოვ ევროპელ დამკვირვებელთა კონფლიქტის ზონებში შესვლას, რათა დავრწმუნდეთ, რომ იქ მოსახლეობის უფლებები დაცულია. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებსა და მიწას, რომ გაყოფილმა ოჯახებმა თავისუფლად შეძლონ გამყოფი ხაზის გადაკვეთა". პრეზიდენტი სარკოზი ადასტურებს ტერმინს "გამყოფი ხაზი" და არა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.
-"...ნდობის აღსადგენად უნდა დასრულდეს მუქარის რიტორიკა და დესტაბილიზაციის მცდელობები, ნდობის აღდგენის მიზნით თითოეულმა უნდა ჩათვალოს, რომ საბჭოთა კავშირი წარსულს ჩაბარდა და რომ მას გავლენის სფეროების პოლიტიკა ვერანაირად ვერ ჩაენაცვლება. ყველამ (ყველაში აშკარად რუსეთს გულისხმობს ნიკოლა სარკოზი) უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს აქვს უფლება თავად აირჩიოს მეგობრები და მოკავშირეები, საქართველომ თავისუფლად უნდა გამოხატოს თავისი მისწრაფება შევიდეს ნატო-ში, თუ მის ხალხს ესე სურს, ბატონო პრეზიდენტო, თავისუფალია საქართველო გამოხატოს თავისი მისწრაფება შეუერთდეს ალიანსს, რადგან ეს მისწრაფება არის საქართველოსთვის უნიკალური შანსი...". როგორც გახსოვთ, საფრანგეთმა და გერმანიამ გვითხრა უარი მაპ-ის მირებაზე და დრეს ნიკოლა სარკოზის ეს სიტყვები შესაძლოა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისათვის მწვანე შუწი აღმოჩნდეს, რადგან გერმანია ალბათ არ ისურვებს კენჭისყრისას მარტოობაში აღმოჩნდეს.
- სარკოზიმ ისაუბრა საქართველოში 2004 წლიდან გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე და აღნიშნა: "შიდა რეფორმების წარმატება და გახსნილობა თქვენი საუკეთესო შანსია, რათა აფხაზეთისა და სამხრეთო ოსეთის მოსახლეობა დარწმუნდეს, რომ მათი მომავალი არის ქართველ თანამემამულეთა გვერდით ღია ქვეყანაში და არა იზოლირებულ და დამონებულ ფსევდო სახელმწიფოებში."
- "ამ რეფორმებით უნდა დაარწმუნოთ ევროკავშირი, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა და მე, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი ვაცხადებ, რომ საქართველო თავისი ფასეულობებით ევროპული ქვეყანაა და ევროკავშირთან ურთიერთობა დამოკიდებულია თქვენს რეფორმებზე და დემოკრატიის გაღრმავებაზე. და მე გულრწფელად გეტყვით, რომ როცა თბილისში ვიმყოფები თავი ევროპაში მგონია და არა სადემე"
- "საფრანგეთი დაგეხმარებათ, რათა ახალი ხიდები გაიდოს საქართველოსა და ევროპას შორის. საფრანგეთი მხოლოდ გუშინდელი მეგობარი არაა, საფრანგეთი თქვენი ერთგული და სამუდამო მეგობარია, რომლის იმედი თქვენ მუდამ უნდა გქონდეთ..."
ზემოთ მოყვანილი ფრაზები ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებენ, საკვირველი ერთია, რომ როგორ ამოჭრიან ხოლმე ნიკოლა სარკოზის მოკლე გამოსვლიდან ისეთ ფრაზებს, რომ ჩემს მიერ მოყვანილ ფრაზებითან შეხება არ აქვთ, თითქოს და სარკოზის ეს ყველაფერი არ უთქვამს.
საფრანგეთის პრეზიდენტის ეს ვიზიტი და მისი სიტყვები მეტად მნიშვნელოვანია რუსეთში ე.წ. ტანდემის მიერ გამოცხადებული როკირების შემდეგ და გაზაფხულზე ვ. პუტინის გაპრეზიდენტების წინ. ნიკოლა სარკოზიმ არა მარტო საქართველოსთან და 12 აგვისტოს შეთანხმებასთან დაკავშირებით გაუგზავნა გზავნილი რუსეთს, არამედ თავისუფლების მოედნიდან მთელი ევროპის სახელით უთხრა რუსეთის მომავალ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს (ალბათ მის გაპრეზიდენტებაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან იქ თავისუფალ არჩევნებს არავინ ელის), რომ საბჭოთა კავშირი ისტორიას ჩაბარდა, რომ გავლენის სფეროების პოლიტიკას არ შეეგუებიან და რომ რუსეთმა რიტორიკა უნდა შეცვალოს.
ამიტომ ეს ვიზიტი არამარტო საქართველოსთვის იყო მნიშვნელოვანი, არამედ თვით საფრანგეთისა და ევროპისათვისაც, რადგან თბილისის ტრიბუნა სარკოზიმ რუსეთთან სასაუბროდ გამოიყენა.
ამირან სალუქვაძე