თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე გაასამართლეს. ისინი ქალაქ რიზეში მაღაზიის ძარცვაში დაადანაშაულეს.
ბრალდებულებმა წყალდიდობის დროს შექმნილი სიტუაციით ისარგებლეს და ერთ-ერთი მაღაზია გაძარცვეს. ისინი პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ჯგუფმა დააკავა, რომელიც წყალდიდობისგან დაზარალებულ რეგიონში პატრულირებდა.
დაკავებულთა ვინაობა არ ხმაურდება. თურქული მედიის ინფორმაციით, დაკავებულები 24- და 27 წლის ახალგაზრდები არიან.