ყვარლის რაიონის სოფელ გავაზში 19 წლის ბექა ალადოშვილს თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ეძებენ. იგი სახლიდან 9 სექტემბერს მინდორში ბალახის სათიბად გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა.
დაკარგული მოზარდის მამა იხსენებს, რომ სახლიდან გასვლის შემდეგ შვილს საღამოს რვა საათზე მობილურზე ესაუბრა, შემდეგ კი კავშირი გაწყდა. მინდორში ჩასულებს კი მხოლოდ ურემი დახვდათ.
რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ ოჯახმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართა. სოფელში ამბობენ, რომ დაკარგული მოზარდი ბოლოს ბათუმში და თბილისშიც ნახეს. გავაზელების თქმით, მოზარდი მშობლების დაუკითხავად სახლიდან რამდენიმე წლის წინაც წავიდა, მაგრამ მალე დაბრუნდა.