რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმარ ლაშა კვანტალიანს პირი აქვს ამოკერილი და შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ავრცელებს.
"ჩვენს მოძრაობას დღეს რუსთავის #6 დაწესებულებიდან დაუკავშირდნენ პატიმრები და გვაცნობეს, რომ პატიმარ ლაშა კვანტალიანს ამოკერილი აქვს პირი და შიმშილობს. იგი ითხოვს გადუდებელ სამედიცინო გამოკვლევას, იგი ასევე ითხოვს, მის მიმართ განხორციელებული ძaლადობის აღკვეთას და გამოძიებას. პატიმრები ისევ საუბრობენ რუსთავის მე-6 საპყრობილეში არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე", - იუწყება "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს".
მოძრაობის ინფორმაციით, კვანტალიანი ასევე ითხოვს უფლებადამცველების მხრიდან შესაბამის რეაგირებას და მონახულებას რუსთავის #6 დაწესებულებაში.