მწვავე მენინგოკოქცემიის დიაგნოზით ინფექციურ პათოლოგიურ ცენტრში 2 თვის ბავშვია მოთავსებული.
ჩვილს მთელ სხეულზე სისხლჩაქცევები აღენიშნება.
სახეზე ბავშვს სხვადასხვა ფორმისა და ზომის სისხლჩაქცევები აქვს.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ავადმყოფს ინფექციურ-ტოქსიკური შოკის გართულებული კლინიკური ფორმა დაუდგინეს.
ჩვილი რუსთავიდან წუხელ გადმოიყვანეს. ჯანმრთელობის სიმძიმის გამო იგი ამ დრომდე რეანიმაციის განყოფილებაში იმყოფება.