18 წლის გოგონა მშობლებს ძალადობაში ადანაშაულებს. ერთკვირიანი ძიების შემდეგ 18 წლის ნათია რურუა მეგობრის სახლში იპოვეს. გოგონა ამბობს, რომ მშობლები ცუდად ექცეოდნენ რის გამოც ოჯახში დაბრუნება არ სურს. ნათია მარტვილის რაიონ სოფელ მუხურჩას მკვიდრია, თუმცა დროებით სოფელ ლეხაინდრაურში იმყოფება. გოგონას განცხადებით ვინმე ძიძიგური მშობლემბმა ძალით მიუყვანეს, ვისზეც გათხოვებას აიძულებდნენ.
მშობლები ძალადობის ფაქტს უარყოფენ და ამბობე, რომ გულით ავადმყოოფობის გამო ბავშვს ყოველთვის კარგად ექცეოდნენ.
შეგახსენებთ, რომ ნათია რურუა 28 სექტემბრის შემდეგ არავის უნახავს. ახლობლები ყვებიან, რომ ის 27 სექტემბერს ბებიასთან ერთად მარტვილიდან ფოთში მამიდასთან წავიდა.
დღეს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ფოთიდან ის ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ გათხოვებას აპირებდა. ამის შემდეგ გოგონა არ დაკონტაქტებია ახლობლებს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ამ წუთამდე არ ჰქონდათ. თუმცა, როგორც გაირკვა გოგონა ოჯახიდან ბიჭის გამო კი არა, არამედ მშობლების ძალადობის გამო წავიდა.