18 წლის ნათია რურუა, რომელიც ერთი კვირაა სახლში არ გამოჩენილა იპოვეს. გოგონამ ოჯახის წევრებს დაუკავშირდა და უთხრა, რომ კარგად არის, თუმცა ადგილსამყოფელი არ დაუსახელებია.
შეგახსენებთ, რომ ნათია რურუა 28 სექტემბრის შემდეგ არავის უნახავს. ახლობლები ყვებიან, რომ ის 27 სექტემბერს ბებიასთან ერთად მარტვილიდან ფოთში მამიდასთან წავიდა.
ფოთიდან ის ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ გათხოვებას აპირებდა. ამის შემდეგ გოგონა არ დაკონტაქტებია ახლობლებს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.