„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერებმა დასუფთავების ტარიფთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
23 სექტემბრის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით „ქრისტიან-დემოკრატების" სარჩელი დასუფთავების ერთიანი ტარიფის გაუქმებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ინგა გრიგოლიამ, ჯაბა სამუშიამ და ზაზა გაბუნიამ სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს.
„ჩვენ მოქალაქეებს დავპირდით, რომ ვიბრძოლებდით აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისთვის და სწორედ ამიტომ სააპელაციო სასამართლოში დღეს შევიტანეთ სარჩელი. ჩვენ მოვითხოვთ სასამართლომ საბოლოოდ უარი თქვას უსამართლო გადაწყვეტილებების მიღებაზე"- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ „ქრისტიან-დემოკრატებმა" მოსახლეობასთან ერთად რამოდენიმე დრის წინ, დასუფთაბების ერთიან ტარიფთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გამართეს.