თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობაში ბრალდებული, 19 წლის არჩილ მენაბდე დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული გვიან ღამით თავს ესხმოდა ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიებს და ცივი იარაღის გამოყენებით მოლარე-ოპერატორებს ყაჩაღურად სძალავდა სხვადასხვა თანხას.
დაკავებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები