თბილისის კინოთეატრების ქსელი ("ამირანი" და "რუსთაველი") ქართულ ინტერნეტ პორტალებს სასამართლოში უჩივის. საკითხი ეხება ქართული ვებ- გვერდების მიერ ფილმების უკანონო განთავსებას, რის გამოც კინოთეატრებს მნიშვნელოვანი ზარალი ადგებათ. საკითხის დარეგულირების მიზნით კინოთეატრებმა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას მიმართეს. მომზადდა სარჩელი, რომლითაც მხარეები ასეთი განთავსების აკრძალვას და მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოითხოვენ.
ამ თემაზე 4 ოქტომბერს, 12 საათზე კინოთეატრ "ამირანში" პრესკონფერენცია გამართება.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელი - ირინა კილასონიძე და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე - გიგა კობალაძე.