ერთი კვირაა ოჯახი 18 წლის ნათია რურუას ეძებს. გოგონა 28 სექტემბრის შემდეგ არავის უნახავს. ახლობლები ყვებიან, რომ ის 27 სექტემბერს ბებიასთან ერთად მარტვილიდან ფოთში მამიდასთან წავიდა.
ფოთიდან ის ოჯახს დაუკავშირდა და უთხრა, რომ გათხოვებას აპირებდა. ამის შემდეგ გოგონა არ დაკონტაქტებია ახლობლებს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
ცნობისთვის, ინფორმაციას არც იმ ბიჭის ოჯახის წევრები ფლოვენ, რომელთანაც ნათია ოჯახის შექმნას აპირებდა.
როგორც ოჯახის წევრეი აცხადებენ, ბიჭმა ნათიას სახლში დაბრუნება სთხოვა, რის შემდეგაც გოგონას აღარავინ უნახავს.