მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ხელმძღნელობა მატჩის დროს ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზად გამანაწილებელი ავტომატის მწყობრიდან გამოსვლას ასახელებს. მათი განცხადებით ერთდროულად გაითიშა ელექტროენერგიის გამანაწილებელი 2 ანძა, რის გამოც "სპარტაკი""ვიტ ჯორჯიას" შეხვედრის 62- წითზე ელექტროენერგია გაითიშა.
შეგახსენებთ, რომ სტადიონზე სრული დატვირთვით დენი დაახლოებით 20 წუთში მიეწოდა,
თუმცა საქართველოს ჩემპიონატის მატჩის მიმდინარეობისას ელექტროენერგიის გათიშვასთან კავშირს გამორიცხავს კომპანია "თელასი". ისინი განმარტავენ, რომ შუქის გათიშვა შიდა ავარიამ გამოუიწვია.