საქაართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დედოფლისწყაროს ცენტრში პოლიციის ახალი გამჭვირვალე შენობა გახსნა. ვანო მერაბიშვილთან ერთად წითელი ლენტი სერიალ "დეტექტივების" ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ლევან ჯიბღაშვილმა გაჭრა.
„დედოფლისწყაროში ცენტრში გავლას ყოველთვის თავს ვარიდებდი, რადგანაც პოლიციას საკმაოდ მოძველებულ შენობაში უხდებოდა მუშაობა. ახლა კი ეს თანამედროვე სტანდარტების შენობა გაიხსნა და მინდა, რომ აქ ბავშვები მხოლოდ დასათვალიერებლად მოდიოდნენ,- განაცხადა მერაბიშვილმა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დედოფლისწყაროდან აცნობეს თანამედროვე სტანდარტებით აგებული შენობა პოლიციის სხვა შენობების მსგავსად გამჭვირვალეა. შენობაში 48 პოლიციის თანამშრომელი იმუშავებს.