29 დეკემბერამდე დიდუბის პლაზა მინდია მიდელაშვილის ფოტონამუშევრების საახალწლო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს.
როგორც მინდია მიდელაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, ეს დიდი პროექტის პირველი ეტაპია.
"აქ წარმოდგენილია ახალი და ძველი კოლექცია. ეს არის ერთი დიდი პროექტის პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი დაიწყება 15 იანვარს, რომელსაც დაერქმევა ტაილანდის ფოტოდღიურები, ხოლო მესამე საბოლოო ეტაპი კი უკვე იქნება გამოფენით დასრულებული, სადაც წარმოდგენილი იქნება უკვე ტაილანდის ნამუშევრები. ეს არის ის ხერხემალი, რაზეც არის აწყობილი მთელი პროექტი", _ განაცხადა მიდელაშვილმა
აღსანიშნავია, რომ ეს ფოტოხელოვანის რიგით მეექვსე პერსონალური გამოფენაა.