ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლებმა სოფელ თეთრწყლების მე-19 და სოფელ ყარაჯალას 39-ე საარჩევნო უბნებზე საჩივრები დაწერეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელმა მარეხ მგალობლიშვილმა განუცხადა, საკონტროლო ფურცლებზე არ იყო მითითებული შევსების დრო. ყარაჯლის საუბნო - საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ საჩივრის მიღების შემდეგ საკონტროლო ფურცელი შეავსო. მგალობლიშვილის თქმით, კომისიის თავმჯდომარეს ამის უფლება არ ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები