მეიდანზე 26 დეკემბერს "საახალწლო ფესტივალი" გაიხსნება. ფესტივალი საბავშვო პერფორმანსებით გაიხსნება. ფესტივალი შობის დღესასწაულს, 7 იანვარს დასრულდება.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საახალწლო ბაზრობის გახსნა, მუნჯური კინოს ჩვენება ცოცხალი აკომპანიმენტით.
26 დეკემბერს კონცერტს ბაკურ ბურდულის გამართავს, 27 დეკემბერს ჯგუფ "სტრინგის" კონცერტი გაიმართება, 28 დეკემბერს მაყურებლის წინაშე მოძრაობის თეატრის ბენდი წარსდგება, 29 დეკემბერს გაიმართება დავით ევგენიძის კონცერტი მეიდანზე, 30 დეკემბერს დათო ილურიძის ბენდი დაუკრავს, 3 იანვარს ილუზიონისტის შოუ გაიმართება.
დაგეგმილია თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო ღონისძიებები. საახალწლო ღონისძიებები გაიმართება ასევე სპორტის სასახლეში; ვარდების რევოლუციის მოედანზე; გლდანის პარკში და პუშკინის სკვერში.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გლდანის პარკში 3 იანვარს როკ-კონცერტი გაიმართება.
მუშტაიდის პარკში 3 იანვარს წარმოდგენილი იქნება "რწყილი და ჭიანჭველას საახალწლო თავგადასავალი".
31 დეკემბერს მთაწმინდის პარკში 12-იდან 18 საათამდე ბავშვებს სანტა კლაუსი გაართობს.