სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ერთ ერთი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატ ჯამბოლატ თედეევის 150-მდე მომხრემ დღეს ცხინვალში მიმდინარე ე.წ. ცესკოს სხდომაზე შეჭრა სცადა. გავრცელებული ინფორმაციით, მათ კარები და ფანჯრები ჩაასმხვრიეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ომონმა თედეევის მომხრეების ე.წ. ცესკოს შენობიდან გამოყვანა შეძლო.
სხდომაზე სეპარატისტთა ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ჯამბოლატ თედეევის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების საკითხს განიხილავდა.
სეპარატისტების ინფორმაციით, ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცესკოს შენობას გაძლიერებული დაცვა ჰყავს.