თურქეთის პოლიციამ 45 ქართველი დააკავა. საქართველოს მოქალაქეები იზმირთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქში აიყვანეს. ყველა მათგანი ტრეფიკინგის მსხვერპლია. ქართველები კრიმინალურმა ჯგუფმა თურქეთში მოტყუებით ჩაიყვანა და მონურ შრომას აიძულებდა.
დაკავებულთა შორის 17 ქალია, რომელთაგან ერთ-ერთი 70 წლისაა. 45-ვე დაკავებული ქართველი იზმირის პოლიციაშია გადაყვანილი, საიდანაც მათი სამშობლოში დეპორტაცია განხორციელდება. პოლიცია იმ თურქებს ეძებს, რომლებმაც არალეგალი ქართველები თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს და დასაქმებას პირდებოდნენ, სანაცვლოდ კი მონურ შრომას აიძულებდნენ.