30 სექტემბერს „ქართულმა პარტიამ" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სარჩელი შეიტანა. ეს ნაბიჯი განაპირობა ვერა ქობალიას უწყების უკანონო ქმედებამ, რაც სატელევიზიო ანძის გასხვისებასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის დამალვაში გამოიხატა. კერძოდ, „ქართულმა პარტიამ" ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან ვერ მიიღო პასუხი წერილობით შეკითხვაზე, კონკრეტულად რა ქონება გადაეცა კომპანია „გოლდენ-კომს" მართვის უფლებით და რა უფლებებითა და ვალდებულებებით არის დატვირთული ეს ქონება.
„ქართული პარტია" სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს სახელმწიფო უწყებების მხრიდან მსგავს უკანონო ქმედებებს. ვინაიდან ხელისუფლებამ დანერგა საჯარო ინფორმაციის დამალვის პრაქტიკა, ყოველ ასეთ ქმედებას ჩვენ ადეკვატურად ვუპასუხებთ", - განაცხადა სარჩელის შეტანისას „ქართული პარტიის" პრეს-სპიკერმა ირაკლი კორძაიამ.