დედოფლისწყაროს პოლიციის თანამშრომლებმა სხვისი ხორბლის მოსავლის აღების ბრალდებით, სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები 60 წლის მამაკაცი დააკავეს. პოლიციის ცნობით, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქმეს დედოფლისწყაროს პოლიციის დეტექტივ - გამომძიებელი დავით პოპიაშვილი იძიებს.