აფხაზი სეპარატისტები დღეს საქართველოზე გამარჯვების მე-18 წლისთავს აღნიშნავენ. დილიდან სოხუმში 1992-1993 წლებში დაღუპულ ბოევიკთა ხსოვნის მემორიალთან ყვავილებს მიიტანენ. ამის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალები საზეიმო მარშით სოხუმის სანაპიროზე ჩაივლიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ, რესპუბლიკის ე.წ. უმაღლესი ხელმძღვანელობა ქვემო ეშერაში ვლადისლავ არძინბას და სოფელ ჯგერდაში სერგეი ბაღაფშის საფლავებს მოინახულებს.
მოსკოვის დროით 14:00 საათზე სეპარატისტები საზეიმო კონცერტს დაიწყებენ, 22:00 საათზე კი ფოიერვერკს მოაწყობენ.