3, 4, 5, 6, იანვარს 15:00 რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში სპექტაკლი "ვარსკვლავ-ბიჭუნა" გაიმართება.
დადგმის რეჟისორია რობერტ სტურუა, რეჟისორი დათო მგებრიშვილი, მხატრვარი ანა ნინუა, მუსიკაალური გაფორმება ია საკანდელიძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში მონაწილეობენ დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ქვრივიშვილი, გოგა გველესიანი, დათო კვირცხალია, ზუკა პაპუაშვილი, ეკა მინდიაშვილი, ზურა შარია, პაატა გულიაშვილი, მამუკა ლორია და ზურა ინგოროყვა.
"ვარსკვლავ-ბიჭუნა" ერთ ყმაწვილ ბიჭზე მოგვითხრობს, რომელიც ტყეში ღარიბმა შეშისმჭრელებმა მიტოვებული იპოვეს. შეეებრალათ და შინ წაიყვანეს. იგი ლამაზი, მაგრამ უმოწყალო და ქედმაღალი გაიზარდა. ბიჭუნას სჯეროდა რომ იგი ვარსკვლავების ღვთიურ პირმშოდ გაჩნდა და ყველა დანარჩენ ბავშვზე ბატონობდა, რომლებიც ერთგულად ემორჩილებოდნენ.