შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები, ქალაქ თბილისში მცხოვრები ზაზა გიორგაძე და მერაბ კბილაშვილი, დააკავეს.
ეჭვმიტანილებმა მიმდინაე თვეს გასაღების მიზნით შპს „გ.ა.კ გრუპი"-ს სახელით მოქალაქე ნატო მეფარიშვილის სამსახურისა და ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი ყალბი ცნობები დაამზადეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით.
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო აწარმოებს.