17 სექტემბერს გარდაიცვალა პატიმარი - ნუგზარ შარიქაძე, რომელიც სასჯელს იხდიდა გეგუთის #14 საპყრობილეში და მისი სასჯელის ვადა 2 თვეში იწურებოდა, ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შარიქაძე დეკემბერში უნდა გათავისუფლებულიყო.
"ნუგზარ შარიქაძე იყო მძიმე ავადმყოფი, გადატანილი ჰქონდა 3 ინფაქტი, პატიმრობის პერიოდში დაავადდა ტუბერკულოზით და მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა ინსულტი. პატიმრის გარდაცვალების თაობაზე ოჯახს ამ დრომდე განმარტებას არ აძლევენ და არც სამედიცინო დასკვნა არ წარუდგენიათ მისთვის", - იუწყება "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს".
ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 29 სექტემბერს, 14:00 საათზე , სამოქალაქო მოძრაობა სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ‘' ხელმძღვანელი ეკა ბესელია უფლებადამცველებთან ერთად და გარდაცვლილ ნუგზარ შარიქაძის ოჯახის წევრებთან ერთად საგანგებო ბრიფინგს გამართავს სასჯელარსრულების, პრობაცისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთა.