თელავის რაიონულ სასამართლოში, მკვლელობაში ბრალდებული კუდ-ის უფროსი ოპერატიული თანამშრომლის დავით ჩოთალიშვილის საქმის განხილვა დღეს, 29 სექტემბერს გაგრძელდება. პროცესი 14:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ჩოთალიშვილს ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებებში 21 წლის გიგი გემაზაშვილის და შოთიკო ბატიაშვილის განზრახ მკვლელობაში და გიორგი დათუკიშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ჩოთალიშვილი ორივე ახალგაზრდის მკვლელობას აღიარებს. ბრალდების სრულად დამტკიცების შემთხვევაში 30 წლის დავით ჩოთალიშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გარდაცვლილთა მშობლები ბრალდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვენ.
საქმეს მოსამართლე მამუკა წიკლაური განიხილავს. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 13 სექტემბერს დაიწყო.