თურქეთის ქალაქ ტრაბზონში საქართველოს ორი მოქალაქე საწვავის ქურდობაზე დააკავეს. ისინი ღამით ადგილობრივი სახანძრო მანქანების დეპოში შეიპარნენ და საწვავის მარაგის მოპარვა სცადეს. ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რის შემდეგაც ეჭვმიტანილთა დაკავება მოხდა.
ქართველების ვინაობას პოლიცია არ ახმაურებს. საქმე დაკავებულების წინააღმდეგ უკვე აღძრულია.